მიხეილ სააკაშვილის განცხადებები – გამოხმაურება
ისევ შეფასებების თემაა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტები, იმის თაობაზე, რომ ლიეტუვაში IRI-ის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე ამერიკელმა ექსპერტებმა ოპოზიციის ლიდერებს წარმატების მისაღწევად, სააკაშვილის გარშემო გაერთიანება ურჩიეს. „ნაციონალური მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ ოპოზიციის გამარჯვება სააკაშვილის პოლიტიკური წონის გარეშე წარმოუდგენელია, ოპოზიციის ნაწილისთვის კი ეს მოსაზრება კატეგორიულად მიუღებელია.
საკითხს ეხმაურებიან მმართველ პარტიაშიც. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ოპოზიცია დამოუკიდებლად ვერ მოქმედებს. მათივე თქმით, სააკაშვილის განცხადება, სადაც იგი ლიეტუვაში IRI-ის კონფერენციაზე ამერიკელი და ევროპელი ექსპერტებისა და პოლიტიკოსების მხრიდან ოპოზიციისთვის გაცემულ მითითებებზე საუბრობს, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ოპოზიციონერები გადაწყვეტილებებს პატრონებთან შეთანხმებით იღებენ.