მიხეილ სააკაშვილის განცხადება

მიხეილ სააკაშვილის დაკავებიდან ერთი წელი გავიდა. მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი, რომელიც ამ დრომდე კლინიკაში იმყოფება, სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს, სადაც ამბობს, რომ ახლა უკრაინაში უნდა იდგეს და საქართველოს შიდა პოლიტიკური ამბები მისი ინტერესის სფერო არ არის.

შეგახსენებთ, რომ ერთი წლის წინ მიხეილ სააკაშვილი თბილისში, სანზონაში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში აიყვანეს. გამოძიების ინფორმაციით, ის საქართველოში უკანონო გზით შემოვიდა. იმყოფებოდა ფოთის პორტში შემოსულ გემზე არსებულ ერთ-ერთ სატვირთო კონტეინერში. სწორედ ამის შემდეგ, ქართულმა სასამართლომ სწორედ მისი თანდასწრებით დაიწყო იმ საქმეების განხილვა, რომელსაც მანამდე დაუსწრებლად განიხილავდა. თუმცა, ბოლო რამდენიმე თვეა, მიხეილ სააკაშვილი არცერთ პროცესზე არ ყოფილა. ის ამ დრომდე „ვივამედის“ კლინიკაში იმყოფება.