მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის განცხადება

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ვარაუდობს, რომ პოლონელი ექსპერტები შესაძლოა ექსპრეზიდენტთან არ დაუშვან. შალვა ხაჭაპურიძის თქმით, უცხოელი სპეციალისტები ჩამოსვლას უკვე ელოდებიან და ეს ევროკავშირის 27 სახელმწიფოს მიერ გამართული დემარშის შედეგია. უფლებადამცველი ასევე აცხადებს, რომ ახლა მიხეილ სააკაშვილისგან ელოდება პასუხს, გააგზავნიან თუ არა სარჩელს სტრასბურგში, რაც მომავალ კვირას გახდება მისთვის ცნობილი.