მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, ის 4 ოქტომბრის საქმეზე გამოჰკითხეს. ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ გამოძიება დაინტერესდა, ჰქონდა თუ არა მას კავშირი ე.წ. გადატრიალების მცდელობასთან. სააკაშვილის თქმით, კითხვები ასევე დაისვა მის ფეისბუქპოსტებთან დაკავშირებითაც.
გამოკითხვის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი განცხადებები ძალადობისკენ მოწოდებას არ წარმოადგენს, რადგან ის მსოფლიოში განთქმული მშვიდობიანი რევოლუციის ლიდერია. საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამაც.