მიხეილ სააკაშვილი ადვოკატებმა მოინახულეს

ჯერჯერობით უცნობია, დათანხმდება თუ არა მიხეილ სააკაშვილი საავადმყოფოში გადაყვანას. ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონიტორინგის ჯგუფის შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში გუშინ გაიმართა, რომელსაც იუსტიციისა და ჯანდაცვის მინისტრებთან ერთად, სახალხო დამცველიც ესწრებოდა.

ნინო ლომჯარია ამბობს, რომ სააკაშვილის მხრიდან თანხმობის მიღებამდე, ადგილზე სამედიცინო პერსონალი იქნება მობილიზებული. მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმის განმარტებით, ექსპრეზიდენტს ჰოსპიტალიზაცია არ სურს, თუმცა იცის, რომ ამის საჭიროება, სავარაუდოდ, მალე დადგება.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, მე-20 დღეა შიმშილობს.