მიხეილ კალანდიას საქმის განხილვა გრძელდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული მიხეილ კალანდიას საქმის განხილვა გრძელდება. მიხეილ კალანდიას ადვოკატის ინფორმაციით, დღეს ბრალდების მხარის რამდენიმე მოწმე დაიკითხება.

ზურაბ თოდუას თქმით, მოწმეები მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას ვერ ადასტურებენ. ადვოკატის განცხადებით, სხდომები დახურულია და ამის მიზეზად ის გენერალური პროკურატურის პირად დაინტერესებას ასახელებს, რადგან გამოძიების ეტაპზე დაშვებული შეცდომების გამომზეურება არ მოხდეს.