მიხეილ კალანდიას საქმე

დავით სარალიძის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულის, მიხეილ კალანდიას ადვოკატმა დღეს საჩივრით მთავარ პროკურატურას მიმართა. უფლებადამცველი ზურაბ თოდუა სასამართლო პროცესებზე დაკითხულ ხუთ მოწმეს დანაშაულის შეუტყობინებლობასა და დანაშაულის დაფარვას ადანაშაულებს.

კალანდიას უფლებადამცველის განცხადებით, საუბარია იმ მოწმეებზე, რომლებიც 2017 წლის 1-ელ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულს დროს უშუალოდ იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე.

ამასთან, დღეს საქალაქო სასამართლოში მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი გაიმართება. ადვოკატის ინფორმაციით, დღევანდელ პროცესზე, შესაძლოა, სასამართლომ დააკმაყოფილოს დაცვის მხარის შუამდგომლობა, სასამართლო პროცესის ნაწილობრივ გასაჯაროების შესახებ.