მიხაილო პოდოლიაკის ინტერვიუ

„უკრაინა ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება და არ მიიღებს მოსკოვთან რაიმე შეთანხმებას, რომელიც ტერიტორიის დათმობას მოიცავს“, – ამის შესახებ „როიტერთან“ საუბარში უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა განაცხადა. „ომი არ შეჩერდება. ის უბრალოდ გარკვეული დროით დაპაუზდა. ცოტა ხნის შემდეგ, განახლებული ინტენსივობით, რუსები შეაგროვებენ იარაღს, ადამიანურ ძალას და იმუშავებენ საკუთარ შეცდომებზე, მცირე მოდერნიზებას მოახდენენ, ბევრ გენერალს გაათავისუფლებენ და დაიწყებენ ახალ შეტევას, კიდევ უფრო სისხლიანს და მასშტაბურს“, – განაცხადა პოდოლიაკმა. მისივე თქმით, რუსულმა ძალებმა უნდა დატოვონ უკრაინა და ამის შემდეგ სამშვიდობო პროცესის განახლება შესაძლებელი იქნება.