მიხაილო პოდოლიაკის განცხადება

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილ პოდოლიაკი აღნიშნავს, რომ „დროა ფიქრი ახალ ევროპულ გაცვლით „ვალუტაზე“, სადაც რუსული ნავთობის ბარელი ნაწილებად დაგლეჯილი უკრაინელის ლიტრ სისხლს უდრის“. ამის შესახებ პოდოლიაკმა „ტვიტერზე“ დაწერა.

„დროა, ვიფიქროთ ახალ ევროპულ „ვალუტაზე“. ერთი ბარელი რუსული ნავთობი ტოლია ნაწილად დაგლეჯილი უკრაინელის ერთ ლიტრ სისხლს. ხოლო 140 ევროპული კომპანია, რომელიც რუსეთის ფედერაციაში სამუშაოდ დარჩა, უდრის ბუჩას ერთ ხოცვა-ჟლეტას. განაგრძეთ თქვენი ორიგინალური ბიზნესიდეების სისხლში დამატება“, – დაწერა პოდოლიაკმა.