მიხაილ პოდოლიაკის განცხადება

„უკრაინა ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში დათმობებზე არ მიდის“ – აცხადებს მიხაილ პოდოლიაკი. პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლის თქმით, მომლაპარაკებლებს შორის კონტაქტი ყოველდღიურად მიმდინარეობს. პოდოლიაკმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ მოლაპარაკებების სტრუქტურა რთულია და პროცესი სხვადასხვა ფორმატში გრძელდება. მისვე თქმით, ნებისმიერი ფუნდამენტური გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე და უდავოა, რომ ასეთი შეხვედრა მშვიდობის გასაღებია.