მიგრანტი მაშველი

ახალი ცხოვრების დაწყების იმედი – მიზეზი, რის გამოც ხმელთაშუა ზღვას ყოველწლიურად ათასობით მიგრანტი კვეთს. ზოგისთვის მგზავრობა ფატალურად სრულდება, ზოგი კი დანიშნულების ადგილს აღწევს. ერთ-ერთმა მათგანმა ეგვიპტელმა ჰასან ალიმ სახიფათო მარშრუტი 17 წლის წინ გაიარა. ახლა ის უკვე ევროპული საზოგადოების სრულფასოვანი წევრია, საერთაშორისო საზოგადოებას საკუთარ ისტორიას უამბობს და პოლიტიკოსებს მიგრაციულ კრიზისზე განსხვავებული კუთხით დანახვისკენ მოუწოდებს.

გვანცა ფოცხვერია გიამბობთ.