მიგრანტები მაროკოში დააბრუნეს
სეუტაში მაროკოდან ათასობით მიგრანტის შეჭრის გამო, ევროკავშირის 22 წევრი სახელმწიფოს ლიდერი საგანგებო შეხვედრის გამართვას მოითხოვს. თავის მხრივ, ესპანეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მიგრაციული კრიზისის საფრთხე მოხსნილია და სეუტაში უკანონოდ შესული 50 ათასი მიგრანტი უკვე დააბრუნეს მაროკოში. პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა მკაცრად გააკრიტიკა სეუტაში განვითარებულ მოვლენებზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნაწილის რეაქცია და მას „ეგოისტური“ უწოდა. საუბარია იმ სახელმწიფოებზე, რომლებმაც, კრიზისის ფონზე, ესპანეთის შენგენის ზონიდან დროებითი გარიცხვა მოითხოვეს.
31 ივლისს, ჩრდილოეთ აფრიკის სანაპიროზე მდებარე ესპანეთის ავტონომიურ ქალაქ სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეღწევა სიახლეს არ წარმოადგენს. ასეთი შემთხვევა 2021 წელსაც მოხდა. მაშინ ეს ესპანეთსა და მაროკოს შორის გამწვავებულ ურთიერთობებს უკავშირდებოდა. მიზეზი კი მადრიდის გადაწყვეტილება გახდა, რომელმაც დასავლეთ საჰარის სახელით ცნობილი ტერიტორიის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი მოძრაობის ლიდერს ესპანეთში სამკურნალოდ ჩასვლის ნებართვა მისცა. მედიის ცნობით, შესაძლოა, ახალ კრიზისსაც ანალოგიური სარჩული ჰქონდეს და ეს იყოს რაბათის პასუხი ესპანეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტზე ალჟირში. ამასთან ერთად, სეუტას კრიზისმა კიდევ ერთხელ გამოავლინა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის მიგრაციულ პოლიტიკაზე არსებული აზრთა სხვადასხვაობა.
რამ გამოიწვია მიგრაციული კრიზისი ესპანეთში, ვრცლად ლევან ახალაიას რეპორტაჟში.