მიგრაციული პოლიტიკა მკაცრდება - საკანონმდებლო რეგულაციები

დეპუტატები დღეს პირველი მოსმენით განიხილავენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებას. რეგულაციის თანახმად, თუ უცხოელს სურს, საქართველოს უნივერსიტეტში ჩაირიცხოს, მან უნდა წარადგინოს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი. გარდა ამისა, გამოცდების ეროვნულ ცენტრს ენიჭება უფლებამოსილება, კონკრეტულ შემთხვევაში, ორგანიზება გაუწიოს უცხო ენის გამოცდას.

კანონპროექტით, თუ უცხოელი სტუდენტი სტატუსს 90 დღეზე მეტი ვადით შეიჩერებს, ეს მისი ბინადრობის გაუქმების საფუძველი გახდება. სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ხდება ფიქტიური ქორწინება.