მიგრაციული კრიზისი ესპანეთში 

12:13, 03.08.2026

ესპანეთის ანკლავში განვითარებული მიგრაციული კრიზისის შედეგად, 88 ადამიანი დაიღუპა. სეუტას პრეზიდენტის განცხადებით, ვითარება საზღვრის ორივე მხარეს დრამატულია, რადგან ადამიანების ცხედრები ზღვიდან მაროკოშიც გამოაქვთ. დაღუპულთაგან ყველა არ გამხდარა იმ ჭყლეტის მსხვერპლი, რომელიც საზღვაო დამცავ ბარიერთან მოხდა. ზოგიერთი მიგრანტი დაიხრჩო, ზოგი კი უგზოუკვლოდ დაიკარგა. ირკვევა, რომ მიგრანტებიდან ზოგმა ცურვაც კი არ იცოდა. დამკრძალავი ბიუროს ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ბევრი მოზარდია, ასევე, რამდენიმე ქალი. მათ შორის არიან მაროკოსა და სუბ-საჰარული აფრიკის ქვეყნების მოქალაქეები. აღსანიშნავია, რომ 73 500 მიგრანტმა ესპანეთის ანკლავი მაროკოს მიმართულებით უკვე დატოვა.

მსგავსი