უცხო ქვეყნის 41 მოქალაქე გააძევეს საქართველოდან მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა. მათ შორის არიან აზერბაიჯანის, თურქეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, იორდანიის, ირანის, ნეპალის, პაკისტანის, რუსეთის, სამხრეთ აფრიკის, სომხეთისა და ზიმბაბვეს მოქალაქეები. მათ ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ. ივნისის თვეში, ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ჯამში უცხო ქვეყნის 124 მოქალაქე გააძევეს საქართველოდან, ხოლო 2025 წლის 6 თვის მონაცემებით, სულ გაძევებულია უცხო ქვეყნის 525 მოქალაქე.