მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილება

საქართველოდან უცხო ქვეყნის 36 მოქალაქე გააძევეს. მათ შორისაა: აზერბაიჯანის, ბანგლადეშის, ბელორუსის, ეგვიპტის, თურქეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, იორდანიის, ირანის, ნეპალის, ნიგერიის, პაკისტანის, რუსეთის, ფილიპინებისა და ჩინეთის მოქალაქეები. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ. 2025 წლის 7 თვის სტატისტიკური მონაცემებით, სულ გაძევებულია უცხო ქვეყნის 640 მოქალაქე.