მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილება

მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 22 მოქალაქე გააძევა. ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: ერაყის, რუსეთის, ირანის, ინდოეთის, თურქეთის, ბულგარეთის, კამერუნის, იორდანის, თურქმენეთის, ყაზახეთისა და კენიის – ჯამში 22 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.