მეწყერი ნეპალში
ნეპალში წყალდიდობის მსხვერპლთა რაოდენობამ 350-ს გადააჭარბა. ამასთან, სამაშველო ჯგუფების ინფორმაციით, 1000-ზე მეტი ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის თქმით, ნეპალში მომხდარი წყალდიდობის შემდეგ ჩინეთის დაახლოებით 100 მოქალაქე დაკარგულად ითვლება. ლინ ძიანიმ აღნიშნა, რომ ჩინეთი ნეპალთან მჭიდრო კომუნიკაციას ინარჩუნებს და ერთობლივ სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს მხარს უჭერს.
წინასწარი მონაცემებით, სავარაუდოა, რომ რეგიონში მომხდარმა მიწისძვრამ მყინვარის ქვედა ნაწილის ჩამონგრევა და შემდგომ წყალდიდობა გამოიწვია. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, თავდაპირველად სტიქია 4.4 მაგნიტუდის მიწისძვრით იყო გამოწვეული. ამასთან, უეცარი წყალდიდობის მნიშვნელოვანი რისკი კვლავ არსებობს, რადგან სტიქიის შედეგად წარმოქმნილი ტბა შესაძლოა ადიდდეს, – ამის შესახებ განცხადებას ნეპალის კატასტროფების მართვის სამსახური ავრცელებს.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ნეპალსა და ჩინეთში წყალდიდობის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად მზადაა. ნეპალში სამაშველო ჯგუფები რამდენიმე ქვეყანამ უკვე გაგზავნა.