მეწყერი და წყალდიდობა ნეპალში
შემზარავი რეალობა ნეპალში – დაღუპულთა რაოდენობამ უკვე 360-ს მიაღწია. ასეულობით დაკარგულს ამ წუთებშიც ეძებენ. დახმარებისა და სამძებრო სამუშაოებში ჩართვის სურვილს არაერთი ქვეყანა გამოთქვამს. სხვადასხვა ქვეყნიდან ნეპალში სამაშველო ჯგუფებს აგზავნიან. ბოლო მონაცემებით, დაკარგულად 1 000-მდე მოქალაქე ითვლება. უმძიმესი ვითარებაა კატმანდუდან ჩრდილოეთით, ნეპალ-ჩინეთის სასაზღვრო ზონა, რომელიც გუშინ მასშტაბური სტიქიის ეპიცენტრად იქცა.
მიწისძვრით გამოწვეულმა მეწყერმა და ღვარცოფულმა მასამ მასშტაბური წყალდიდობა გამოიწვია, რომელმაც დასახლებული პუნქტები, მრავალსართულიანი სახლები, გზები, ხიდები და ინფრასტრუქტურა გაანადგურა. ადგილი, სადაც სტიქიური პროცესები განვითარდა, ტურისტული ზონაა – დაკარგულთა დიდი ნაწილი სწორედ ტურისტია. მყინვარის დნობა და კლდის ჩამოშლა თუ მიწისძვრა – დღეს ახალი ვერსია ვრცელდება სტიქიური პროცესების გამომწვევ მიზეზზე.
უმძიმესი ისტორიები და ბოლო მონაცემები სტიქიური უბედურების ზონიდან, ბექა ბერიაშვილის რეპორტაჟში.