მესტიაში მომხდარ დანაშაულზე ორი პირი დააკავეს

მესტიის გზაზე მომხდარი დანაშაული გახსნილად ცხადდება – შსს-ს ცნობით, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ორი პირია დაკავებული. მათ ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში ედებათ ბრალი.

გამოძიების ცნობით, 5 იანვარს ბრალდებულებმა ზუგდიდიდან მესტიაში მიმავალი უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააყაჩაღეს და მობილური ტელეფონები გასტაცეს, ერთ-ერთ მათგანს კი ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობა მიაყენეს და თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს. ბრალდებულებმა დანაშაულის დაფარვის მიზნით, ცხედარი მოგვიანებით მდინარეში გადააგდეს და მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა უცხო ქვეყნის მოქალაქის ცხედარი მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მდინარე ნაკრაში იპოვეს. საგამოძიებო მოქმედებებში ვერტმფრენიც იყო ჩართული.