მესი - ბიბისის ახალი დოკუმენტური ფილმი არგენტინელი ვარსკვლავის შესახებ #ტაიმაუტი

ლიონელ მესის შესახებ ბიბისიმ კიდევ ერთი დოკუმენტური ფილმი მოამზადა. პსჟ-ს ვარსკვლავის შესახებ არაერთ საინტერესო, აქამდე უცნობ ამბავს მისი მეგობრები, თანაგუნდელები, მეტოქეები და ჟურნალისტები იხსენებენ. ბიბისის ერთ საათიან დოკუმენტურ ნამუშევარში არგენტინელი ფეხბურთელის იშვიათ კადრებსაც ნახავთ. მათ შორის არის მესის ბავშვობის დროინდელი ინტერვიუები და პირველი ნაბიჯები ლა მასიაში. ასევე გავიგებთ თუ რა ფსიქოლოგიური პრობლემების წინაშე იდგა მომავალი ვარსკვლავი დიდი საფეხბურთო კარიერის დასაწყისში, რომელი სურვილი აისრულა და რომელი ვერ 18 წლიანი ბრწყინვალე კარიერის განმავლობაში.

#ტაიმაუტი