მერაბ დვალიშვილი საქართველოშია – UFC-ს ქართველი მებრძოლი სამშობლოში მწვრთნელთან და საკუთარ გუნდთან ერთად ჩამოვიდა. ამ წუთებში ის რიყის პარკში გულშემატკივრებს ხვდება, სადაც პირდაპირ აეროპორტიდან გაემგზავრა.
შეგახსენებთ, 8 ივნისს მან სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი ნიუ-ჯერსიში გამართულ შეხვედრაზე დაიცვა. ეს მოგება მისთვის ზედიზედ მე-13 გამარჯვება იყო. ჯამში 24 შეხვედრის შემდეგ, 20 გამარჯვება და ოთხი მარცხი აქვს.