მელიქიშვილის გამზირზე „ჰარდ როკ კაფე“ გაქურდეს

თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე ჰარდ როკ კაფე“ გაქურდეს. არსებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავეები არასრულწლოვნები არიან, რომლებმაც გარკვეული რაოდენობის თანხა წაიღეს. თვითმხილველები აცხადებენ, რომ დაზიანებულია „ჰარდ როკ კაფეს“ შესასვლელი კარი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.