მელიას სასამართლო

12:25, 23.03.2026

ნიკა მელიას წინასასამართლო სხდომა მისი მონაწილეობის გარეშე გაიმართა. საქმე უკვე გადაეცა არსებით განხილვას. იმსჯელეს მტკიცებულებების დასაშვებობაზე. მომდევნო პროცესი 3 აპრილს ჩაინიშნა. ოფიციალური ინფორმაციით, საქმე ეხება 2025 წლის ოქტომბერში ჩატარებულ სასამართლო სხდომას, რა დროსაც ნიკა მელიამ სასამართლოს შეურაცხყოფა მიაყენა. ადვოკატის თქმით, ექსპერტიზა ვერ ადგენს, თუ ვის მიეკუთვნება ეს ფრაზა. მელიას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს ბრალი წარდგენილი. სასჯელი 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მსგავსი