მეჩეთად გადაკეთებული ტაძარი და საერთაშორისო საზოგადოების შეფასებები - იუნესკო აია-სოფიას კულტურული სტატუსის გადახედვას გეგმავს. დასავლეთის კრიტიკას პრეზიდენტი ერდოღანი ქვეყნის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტში ჩარევად მიიჩნევს

მეჩეთის სტატუსი აია სოფიას და მუსლიმების პირველი პარასკევის ლოცვა პრეზიდენტის გადაწყვეტილების შემდეგ. ექნება თუ არა იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის რეაგირებას შედეგი. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლისთვის სტატუსის ცვლილება მათთან შეუთანხმებლად არ უნდა ხდებოდეს. აია სოფიასთვის მეჩეთის სტატუსის მინიჭებიდან რამდენიმე საათში, კომპლექსის ტერიტორია მსახურების ჩასატარებლად ათასობით მუსლიმმა დაიკავა.