მებრძოლები საქართველოში ჩამოასვენეს

უკრაინაში საოკუპაციო ძალებთან ომში დაღუპული კიდევ ორი ქართველი მებრძოლი სამშობლოში ჩამოასვენეს. დავით მენაბდიშვილს და ნიკა შანავას სამშობლოში ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად, მოქალაქეები ანთებული სანთლებითა და საქართველოსა და უკრაინის დროშებით დახვდნენ. ორივე ქართველ მებრძოლს საქართველოში სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

თათია მაყაშვილი გვერთვება პირდაპირ ეთერში.