მათე დევიძის სასამართლო

პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძის სასამართლო სხდომაზე ბრალდების მოწმეები დაკითხეს. მათ შორის საქმეში დაზარალებულად ცნობილი სამართალდამცავი, რომელმაც მელიქიშვილის გამზირზე მომხდარი ფაქტი გაიხსენა და მომხდარის დეტალებზე ისაუბრა. დაკითხვას ბრალდებულის ოჯახის წევრების მხრიდან ხმაური მოჰყვა.

შეგახსენებთ, მათე დევიძე 19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე დააკავეს.