მასშტაბური სპეცოპერაცია იტალიასა და საფრანგეთში

იტალიასა და საფრანგეთში დანაშაულებრივი ჯგუფების წევრები დააკავეს, ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან. სპეცოპერაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაწილეობით საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა.

იტალიის ტერიტორიაზე გამოავლინეს და დააკავეს – 23, პოლონეთში – 2, საბერძნეთში – ერთი, ბელგიაში  ერთი და სლოვენიაში – საქართველოს ერთი მოქალაქე, რომლებიც იტალიისა და ევროკავშირის ტერიტორიაზე აქტიურად სჩადიოდნენ დანაშაულებრივ ქმედებებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ისინი ჩრდილოეთ იტალიაში ბინებს ქურდავდნენ, შემდეგ კი ნივთების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხით იტალიაში ლეგალური ბიზნესსაქმიანობის წამოწყებას ცდილობდნენ.

საქმე კრიმინალური დაჯგუფების ჩამოყალიბების, ქურდობისა და ფულის გათეთრების მუხლებით მიმდინარეობს და შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.