მასშტაბური ხანძრები ევროპაში

21:20, 25.07.2026

მასშტაბური ხანძრები ევროპაში – ყოველდღიურად იზრდება საფრთხის ზონები და ევაკუირებულთა რაოდენობა. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ესპანეთში, სადაც დედაქალაქის ირგვლივ ცეცხლის გავრცელებასთან გამკლავებას ქვეყანა საკუთარი რესურსებით ვერ ახერხებს.

200 ათასამდე გაიზარდა ევაკუირებულთა რაოდენობა საფრანგეთში. ქალაქ ბორდოში არის მსხვერპლიც, სტიქიასთან ბრძოლისას სამი მეხანძრე-მაშველი დაიღუპა. ცეცხლის გავრცელებას ხელს ქარის სიჩქარეც უწყობს, საჰაერო დახმარებას ქვეყნები პარტნიორებისგან ელიან.

ავტორი: დავით გოგოლაძე.

მსგავსი