მასშტაბური ხანძარი საბერძნეთში

ხანძრის 600-მდე კერა საბერძნეთში – ქვეყანაში მასშტაბურ სტიქიას ათასზე მეტი მეხანძრე, ორასი სახანძრო მანქანა და ცხრა თვითმფრინავი ებრძვის. უკვე მერვე დღეა, რაც საბერძნეთში ბოლო 30 წლის განმავლობაში ჰაერის ყველაზე მაღალი ტემპერატურით გამოწვეული ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ. ხელისუფლებამ ათეულობით სოფლისა და ათასობით მაცხოვრებლის ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო.

ხანძართან ბრძოლაში ჩართულია ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების სახანძრო ბრიგადებიც. ცეცხლის ქრობაში მონაწილეობს ადგილობრივი მოსახლეობაც. ისინი საკუთარი სახლების დატოვებაზე უარს აცხადებენ. მოსახლეობა ხანძართან წარუმატებელ ბრძოლაში და არასწორი კლიმატური პოლიტიკის დაგეგმვაში მთავრობას ადანაშაულებს. საბერძნეთში არსებულ რთულ მდგომარეობას გამოეხმაურა ქვეყნის პრემიერ-მინისტრიც, რომელმაც ხანძართან ბრძოლაში გამოვლენილი სისუსტეებისა და შეცდომების გამო, მოსახლეობას ბოდიში მოუხადა და შესაბამისი ზომების გატარებას დაჰპირდა.

გიორგი აფხაიძე გიამბობთ.