მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი გაფართოვდა 

ქვეყნის მასშტაბით, მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი გაფართოვდა და დამატებით კიდევ სამ ქალაქში – თელავში, ქუთაისსა და გორში ამოქმედდა. მართლწესრიგის ოფიცრები საქმიანობის განხორციელებას უკვე შეუდგნენ. ინფორმაციას შსს ავრცელებს. ახალ ოფიცრებს შინაგან საქმეთა მინისტრმა სამინისტროში უმასპინძლა და მათ პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

მართლწესრიგის ახალი ოფიცრების შერჩევა კონკურსის წესით მოხდა, რის შემდეგაც კანდიდატებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ინტენსიური პროფესიული სწავლება გაიარეს. ოფიცრის კომპეტენცია მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: არასრულწლოვნებთან, ოჯახში ძალადობასთან, სამეზობლო დავებთან, უკანონო მიგრაციასთან, მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე რეაგირება.