„მართლმსაჯულების სახლის“ გახსნა

სამართლის მულტიფუნქციური განათლებისა და ექსპერტიზის ცენტრი – ეკა ბესელიამ „მართლმსაჯულების სახლი“ გახსნა. მისი განცხადებით, მიზანი მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებაა, მათ შორის მოსამართლეების, ადვოკატების, პროკურორებისა და საჯარო მოხელეების. „მართლმსაჯულების სახლი“ პირველ ჯგუფს პირველ ივნისს მიიღებს.

სპეციალური კურსის გავლა შეეძლებათ ასევე მართლმსაჯულების თემებზე და საგამოძიებო ჟურნალისტიკის სფეროში მომუშავე ჟურნალისტებს. პროექტის მხარდამჭერია იუესაიდი.