მართლმსაჯულების ფორუმი

„10-წლიანი რეფორმების შეფასება და სისტემური ცვლილებების საჭიროება“ – ამ სახელწოდებით კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ ორგანიზებით ფორუმი მიმდინარეობს. როგორც მომხსენებლებმა მედიასთან აღნიშნეს, ფორუმზე ისაუბრებენ სასამართლო სისტემის მომწესრიგებელ კანონმდებლობასა და პრაქტიკაში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე. ფორუმში სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან „საია“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრიც“ მონაწილეობენ.