მარნეულში არასრულწლოვნის გატაცების საქმეზე ახალგაზრდა მამაკაცია დაკავებული

 მარნეულში მომხდარი გატაცების საქმეზე 22 წლის ახალგაზრდა მამაკაცია დაკავებული. სამართალდამცველებმა ის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით აიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტრის ცნობით, ბრალდებულმა, სამ თანამზრახველთან ერთად, ქორწინების მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა 2002 წელს დაბადებულ გოგონას და შემთხვევის ადგილიდან ავტომობილით წაიყვანა.

პოლიციამ ბრალდებული მარნეულშივე დააკავა. გოგონა კი უკვე საკუთარ სახლშია. გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.