შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა ფონდების დაფინანსების პოლიტიკის ცვლილების აუცილებლობაზე საუბრობს. კენიის პრეზიდენტთან შეხვედრაზე მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ამერიკა ცდილობს, დაანგრიოს აქამდე მოქმედი მოდელი და დაეხმაროს უშუალოდ პარტნიორ ქვეყნებს და არა არასამთავრობო ორგანიზაციებს.
რუბიოს თქმით, წლების განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა მილიარდობით დოლარი დახარჯა მთელ მსოფლიოში ჯანდაცვის სფეროს დასახმარებლად მესამე სექტორის შუამავლობით, მათ შორის კენიაშიც, სახელმწიფო მდივნის შეფასებით, ამ თანხების მხოლოდ მცირე ნაწილი აღწევდა პაციენტებამდე და მეტი იხარჯებოდა კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციების ინდუსტრიული კომპლექსის დაფინანსებაზე.