მარკ რუტეს განცხადება

უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის უახლოეს პერიოდში მინიჭება ნაკლებად სავარაუდოდ მიაჩნია ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრს. გამოცემა NL Times-ი წერს, რომ ამის შესახებ მარკ რუტემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი განმარტებით, ევროკავშირის ბევრი ქვეყანა ამ იდეას არ იწონებს და ასევე, ეს უსამართლო იქნებოდა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მიმართ, რომლებიც წევრობის კანდიდატის სტატუსს გაცილებით დიდ ხანს ელოდებოდნენ. მისივე თქმით, ევროპის კონტინენტზე ყველა ქვეყანას შეუძლია ევროკავშირში გაწევრიანება, თუ ისინი პირობებს აკმაყოფილებენ. რაც შეეხება ევროპელი ლიდერების განცხადებას, რომ უკრაინა არის ევროპული ოჯახის ნაწილი, რუტეს განმარტებით, ეს არის უფრო „ემოციური“, ვიდრე „სამართლებრივი“ განცხადება.