მარიხუანასთან დაკავშირებით მომზადებული ახალი კანონპროექტი - მსჯელობა მთავრობის სხდომაზე

„მცენარე კანაფის კონტროლის შესახებ“ კანონპროექტსა და სხვა თანმდევ კანონებში ცვლილებების პროექტზე დღეს  მთავრობის სხდომაზე იმსჯელეს. სხდომის შემდეგ, გიორგი გახარიამ ახალი კანონპროექტით გათვალისწინებულ მარიხუანის მოხმარების მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევაზე ისაუბრა.

მისი განმარტებით, მარიხუანის სამედიცინო მიზნით კულტივაცია არ ეწინააღმდეგება შსს-ს ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მკაცრ პოლიტიკას და სამედიცინო მიზნით კანაფის კულტივაცია, არ შექმნის დამატებით რისკებს მოხმარების წახალისებისთვის.

სხდომაზე და სხდომის შემდეგ გაკეთებულ განცხადებებზე ვრცლად თამარ წიკლაური ისაუბრებს.