მარიამ ჯაში - ზვიად გამსახურდიას საქმის გამოსაძიებლად ყველა ზომის გამოყენება მოხდება
ზვიად გამსახურდიას საქმის გამოსაძიებლად ყველა ზომის გამოყენება მოხდება, – ასე გამოეხმაურა მარიამ ჯაში ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიების ერთობლივ განცხადებას, სადაც პირველი პრეზიდენტის შვილებმა წერილით საკუთარი პოზიცია გამოხატეს, „ქართული ოცნების” თავმჯდომარის ინიციატივაზე. მათ კითხვები და ეჭვები აქვთ, თუ რატომ ვერ ხერხდება ამ დრომდე საქმის გამოძიება.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა განცხადებაში ზვიად გამსახურდიას ღვაწლზე ისაუბრა და გამოძიების აუცილებლობას ხაზი გაუსვა.