მარიამ ბოლქვაძე უიმბლდონის მეორე წრეში ითამაშებს
უიმბლდონზე ქართველმა ჩოგბურთელმა, მარიამ ბოლქვაძემ ავსტრალიელი მეტოქე სამ სეტში – 6:2, 2:6, 6:4 დაამარცხა. ამ მოგებით ქართველმა სპორტსმენმა თავისი საუკეთესო შედეგი გაიმეორა, როცა 2019 წელს ამერიკის ღია პირველობის მეორე წრეში იასპარეზა. 28 წლის მარიამ ბოლქვაძის შემდეგი მეტოქე ამერიკელი კრუგერი იქნება. შეხვედრა ხვალ, 2 ივლისს გაიმართება.