უკრაინაში ცეცხლის ერთთვიანი შეწყვეტის ინიციატივით გამოდიან საფრანგეთის პრეზიდენტი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი. ამის შესახებ ფრანგული გამოცემა „ფიგარო“ წერს. ინტერვიუში მაკრონმა განაცხადა, რომ ცეცხლი უნდა შეწყდეს ჰაერში, ზღვასა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. მაკრონმა აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტა იქნება პირველი ეტაპი, ხოლო მშვიდობის უზრუნველსაყოფად ჯარების განლაგება მოგვიანებით მოხდება. მისივე თქმით, მომდევნო კვირებში ევროპული ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე არ იქნებიან, თუმცა, საკითხი მდგომარეობს იმაში, თუ როგორ გამოიყენებენ ამ დროს, რათა სცადონ ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებების გზით მიღწევა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი დიდი ბრიტანეთიდან გამგზავრებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ინფორმირებულია მაკრონისა და სტარმერის ინიციატივის შესახებ.