მაგიდის ჩოგბურთელების წარმატება რიგაში

სპორტის მინისტრმა მაგიდის ჩოგბურთელებს რიგაში საერთაშორისო ტურნირზე მიღწეული წარმატება მიულოცა. ტურნირზე ქართველმა სპორტსმენებმა ასპარეზობა სამი მედლით დაასრულეს. 19 წლამდე კატეგორიაში ანასტასია ჩხარტიშვილმა ჩემპიონობა იზეიმა; 14 წლამდე კატეგორიაში ანდრია ჩხარტიშვილმა მესამე ადგილი დაიკავა; 12 წლამდე კატეგორიაში კი ელენე ქობალია ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. ახალგაზრდა სპორტსმენები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.