მადუროს სასამართლო პროცესი

ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროსა და მისი მეუღლის საქმეზე სასამართლო სხდომა დღეს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას CBS News ავრცელებს. აშშ-ის გენერალური პროკურორის, პამელა ბონდის განცხადებით, ნიკოლას მადუროსა და მის მეუღლეს, სილია ფლორესს ბრალი წაუყენეს ნარკოტერორისტულ შეთქმულებაში, კოკაინის შეტანის შეთქმულებაში, ტყვიამფრქვევებისა და დესტრუქციული მოწყობილობების შენახვაში, ასევე ტყვიამფრქვევებისა და დესტრუქციული მოწყობილობების შექმნაში შეერთებული შტატების წინააღმდეგ.