მადრიდის „რეალის“ საკალათბურთო კემპი თბილისში
თბილისში 10-დან 14 სექტემბრის ჩათვლით, მადრიდის „რეალის“ საკალათბურთო კემპი იმართება. ხუთი დღის განმავლობაში ქართველი მოზარდები ვარჯიშებს ევროპის საუკეთესო მწვრთნელებთან ერთად გაივლიან. კემპის მონაწილეები ისარგებლებენ ესპანური გრანდის მიერ სპეციალურად შემუშავებული სპორტულ-საგანმანათლებლო მეთოდოლოგიით, რომელიც კალათბურთის ტექნიკურ და სპორტულ განვითარებას აერთიანებს.
კემპის მიზანია ახალგაზრდა კალათბურთელებისთვის საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, მათი სპორტული უნარების განვითარება და ისეთი მნიშვნელოვანი ღირებულებების გაძლიერება, როგორიცაა გუნდურობა, დისციპლინა, პასუხისმგებლობა და პატივისცემა.
პროექტის მხარდამჭერია თბილისის მერია.