ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლოში ლუკა კურტანიძის საქმეზე წინასასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ვეტერანი სპორტსმენი დღეს სხდომას თავადაც ესწრება. აღკვეთის ღონისძიების გადახედვაზე მსჯელობენ.
პროკურატურა კურტანიძეს რანდენიმე მუხლის დარღვევას ედავება, რომელსაც ახალი – საკუთრების უფლების დარღვევა დაემატა. შესაბამისად, მის პატიმრობაში დატოვებას მოითხოვენ. ადვოკატის განცხადებით კი, კურტანიძე არცერთ მუხლში თავს დამნაშავედ არ ცნობს. შეგახსენებთ, მას ბრალდება ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ყოფილ მეუღლეზე ძალადობის, ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანებისა და ოჯახის წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობის დარღვევაში ედავება.
შსს-ს ინფორმაციით, მან 25 ივლისს, ქობულეთში ყოფილ მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ავტომანქანა დაუზიანა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს.