რუსმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს ქალაქ კრემენაიაში არსებულ ხანდაზმულთა სახლს. დაღუპულია 56 ადამიანი. ამის შესახებ ლუგანსკის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. მისი განცხადებით, 11 მარტს სამხედროებმა ხანდაზმულთა სახლს ტანკი მიაყენეს და ცეცხლი გახსნეს. მოხუცებულთა სახლში მყოფი პირებიდან გადარჩა 15 მოხუცებული, რომლებიც ლუგანსკის ოლქის გუბერნატორის თქმით, რუსმა სამხედროებმა ქალაქ სვატოვოში გადაიყვანეს.