ლოთარ მათეუსი დიეგო მარადონაზე, ნაპოლიზე, 1986 წლისა და 1990 წლის მუნდიალებსა და ჯამალ მუსიალაზე #ტაიმაუტი

გერმანიის ეროვნული გუნდის ლეგენდამ ლოთარ მათეუსმა დეილი მეილს საინტერესო ამბებით დატვირთული ინტერვიუ მისცა. ვეტერანმა ფეხბურთელმა გაიხსენა მისი და დიეგო მარადონას მეგობრობის, ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის მაისურთან დაკავშირებული ისტორიები, მათეუსმა ისაუბრა 80-იანი წლების ბოლოს ნაპოლიში მის შესაძლო ტრანსფერზე, ასევე გაიხსენა 1986 წლისა და 1990 წლების მსოფლიო ჩემპიონატების ფინალებთან დაკავშირებული საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი ამბები. გერმანელმა ლეგენდამ ვრცლად ისაუბრა მიუნხენის ბაიერნისა და გერმანიის ეროვნული ნაკრების ამომავალ ვარსკვლავზე, ჯამალ მუსიალაზეც, გარდა ამისა, მათეუსმა საკმაოდ საინტერესო პროგნოზები ყატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ გააკეთა.

#ტაიმაუტი