“ლოკომოტივის“ გამარჯვება

47-10 – ქართველების გამარჯვება. ავჭალის სარაგბო სტადიონზე „კონტინენტის ფარის“ ბოლო შეხვედრაში თბილისის ლოკომოტივმა“ იტალიურ „ფიამე ოროს სძლია. დაპირისპირების პირველი ლელო გაგა არაბულმა დადო. მე-18 წუთზე თავი გიორგი შკინინმაც გამოიჩინა. 39-ე წუთზე იტალიელებმა ერთი ლელოს დადება მოახერხეს.

მეორე ტაიმი კი დიდი უპირატესობით ქართველებმა მოიგეს. „ლოკომოტივმა“ ამ გამარჯვებით ტურნირის პლეი-ოფში გასვლის შანსი შეინარჩუნა, თუმცა ყველაფერი კალვიზანო“ „ფიამე ოროს მატჩის შედეგზეა დამოკიდებული.