აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, რუსეთის არმიამ ვერ განახორციელა უკრაინაში ისეთი წინსვლა, როგორც დაგეგმილი ჰქონდათ. ამის შესახებ პენტაგონის ხელმძღვანელმა „სი-ენ-ენ“-თან ინტერვიუში განაცხადა.
ლოიდ ოსტინის თქმით, რუსებმა დაუშვეს ბევრი სერიოზული შეცდომა უკრაინაში შეჭრის დროს, ამიტომ მათი წინსვლა გეგმის მიხედვით არ წარიმართა. ამასთან, პენტაგონის ხელმძღვანელის თქმით, უკრაინამ ჩამოშალა რუსების გეგმები და შეძლო, აღეკვეთა რუსების მიერ ქვეყნის დიდი ტერიტორიის, მათ შორის კიევის დაკავება.