ლილუაშვილის სასამართლო პროცესი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ამ წუთებში განაჩენს ელოდება. გრიგოლ ლილუაშვილის დასკვნითი სხდომა უკვე ერთი საათია მიმდინარეობს. მხარეები რეპლიკებს რომ დაასრულებენ, მოსამართლე ნინო თარაშვილი სათათბიროდ გავა. პროკურატურა გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინშია. ლილუაშვილის ადვოკატები კი საქმეში მტკიცებულების არარსებობაზე მიუთითებენ.
შეგახსენებთ, გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. გამოძიება მას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებასა და ქოლ-ცენტრების მფარველობას ედავება, რაც 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ლილუაშვილი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.