ლილუაშვილის სასამართლო პროცესი

15:07, 13.05.2026

უკვე ერთი საათია, გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. იკითხებიან თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს თანამშრომლები. წარდგენილი ბრალდების ერთ-ერთი ეპიზოდის თანახმად, ლილუაშვილი ქრთამის აღების სანაცვლოდ, თავის მეგობარს, თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს მფარველობას უწევდა, რომელიც საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებაში მეწარმე სუბიექტებისგან ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებს იღებდა. სახელმწიფო ბრალდების ამ პოზიციას ეწინააღმდგება დაცვის მხარე და ამბობს რომ ლილუაშვილს, კახა გვანცელაძესთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონია.

სუს-ის ყოფილ უფროსს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ედავებიან. რაც 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი